საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ გავრცელებას. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ უდანაშაულო იყო. პროცესების მსვლელობის დროს ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც საია-ს ადვოკატი არ დაეთანხმა.
სასამართლომ გაიზიარა საია-ს ადვოკატის არგუმენტები, მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრალდებული გარდაცვალება არ იძლეოდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის უპირობო საფუძველს და სისხლისსამართლებრივ დევნა არ შეწყვიტა. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაშიც გაგრძელდეს საქმის განხილვა, რაც ასევე უკავშირდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უფლებას.
შესაბამისად საია განაგრძობს გარდაცვლილი პირის ინტერესების დაცვას და შეეცდება მის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge