თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთანავე, წარმოებაშია მიღებული მეორე სარჩელიც, რომლითაც გიორგი ბარათაშვილი ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულია 2013 წლის 23 ოქტომბერს 16:00 საათზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge