მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის" წევრები ზაზა ხაზალია, ვანო აფციაული, თორნიკე დარბალისელი, მარიამ ბაშარული, ნინო ქაცარავა, ვაჟა მორგოშია, ნიკოლოზ ჭურაძე, დავით გოგოხია, ზურაბ ბერიაშვილი და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარა.[1] როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით.
მედიაში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ესაუბრება და მათთან არჩევნების შემდეგ გარკვეულ დესტაბილიზაციის გეგმას განიხილავს. ხოლო თავისუფალი ზონის ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას გეგმავდა და პროცესები უკრაინიდან იმართებოდა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" უარყვეს კავშირი რაიმე სახის დესტრუქციულ ქმედებებთან და განაცხადეს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge