პროექტის სახელი: თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2022-2025 წლებში
ხანგრძლივობა: აგვისტო, 2022 - ივლისი, 2025
ბიუჯეტი: 315’387 აშშ დოლარი
კომპონენტი: არჩევნები
დონორი: USAID
მიზანი: თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა.
2022 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას.
საია-ს ადვოკატირების პროცესი ანალიზს დაეფუძნება და საარჩევნო კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შეცვლისკენ იქნება მიმართული. აღნიშნული სტრატეგიის ინოვაციური იარაღი საარჩევნო მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიზანიც სამომავლო სადამკვირვებლო აქტივობების დაკვირვების ეფექტური მექანიზმების შემუშავებას ერთვის თან. პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდიკა პრაქტიკაში რეალიზდება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება და სტრატეგიული სამართალწარმოება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;
- საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში, სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა;
- არსებითი ცვლილებების მომტანი საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენა.
პროექტის მიზნების მისაღწევად საია შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
ანალიზი/ანგარიშგება: საია შეიმუშავებს საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდოლოგიას და შესაბამისად დააკვირდება საპროექტო პერიოდში მოსალოდნელ საარჩევნო პროცესებს. დაკვირვების შედეგები ყოველი საარჩევნო პროცესის შემდგომ მცირე ანგარიშებით მოიცემა.
ადვოკატირება: საია, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების შესაბამისად, ხელს შეუწყობს საარჩევნო-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია საარჩევნო დავების სტრატეგიული სამართალწარმოებისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით იმუშავებს. ამასთან, საია შეიმუშავებს საარჩევნო დავების განხილვის სასწავლო მოდულს მოსამართლეთათვის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge