საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა ჩატარდება რამდენიმე ნაკადად.
ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე იმ ფაქტს, რომ კონკურსანტების დიდი ნაწილი საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოხატავს პროტესტს, მათ შორის, მონაწილეობს მშვიდობიან დემონსტრაციებში, დაგეგმილი კონკურსის წერითი ნაწილი ნაცვლად 15-16 მაისისა, ჩატარდება 27-28 მაისს (მიმართულებების მიხედვით გამოცდის დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში) საიას ცენტრალურ ოფისში. მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15.
იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული აქვთ სისხლის სამართალი, წერით ეტაპზე უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის შემთხვევაში - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (ნორმატიული მასალის ელექტრონულად გამოყენება არ არის დასაშვები).
წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად, წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში არ ხართ ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: achkoidze@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge