გაცნობებთ, რომ დასრულდა კონკურსის პირველი, წერითი ეტაპი. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 7 ქულა. სისხლის სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება წარმოადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 5 ქულა.
გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15) სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 24 და 25 ივნისს, სისხლის სამართლის მიმართულებით კი 25 ივნისს.
წერითი დავალების შეფასების გასაგებად მონაწილეებს შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: achkoidze@gyla.ge
კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა უნდა მოგვწეროს 20 ივნისის 15:00 საათამდე მეილზე: achkoidze@gyla.ge. შემდგომ გეცნობებათ კონკრეტული დრო, როდესაც შეძლებთ ნაშრომის გაცნობას. ნაშრომის გაცნობის შემდგომ უნდა მოამზადოთ სააპელაციო განაცხადი. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით შედეგების აპელაციისას, უნდა მოგვწეროთ რომელი კაზუსის შედეგის აპელაცია გსურთ.
თანდართულ ფაილში იხილეთ გასაუბრების ეტაპზე გადასული პირებისა და გასაუბრების დროების შესახებ ინფორმაცია.
1. გასაუბრებაზე გადასულ პირთა სია - სამოქალაქო,ადმინისტრაციული მიმართულებით
2.გასაუბრებაზე გადასულ პირთა სია - სისხლის სამართლის მიმართულებით
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge