2006 წლის თებერვალში საია-მ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC).
თანამშრომლობის პრაქტიკული დეტალების განხილვის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა და საია-ს შორის შეხვედრა თებერვალში ამ ორგანიზაციის ლონდონის ოფისში შედგა. გადაწყდა, რომ ერთობლოვი პროექტი თავიდან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:
EHRAC-ი ლონდონის მეტროპოლის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია –“მემორიალ”-ის თხოვნით.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ძირითადი მიზანია რუსეთსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა, კერძო პირთა და იურისტთა დახმარება ადამაინის უფლებათა ევროპის სასამართლოში განაცხადთა წარგზავნაში.
EHRAC 2003 წლიდან თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ მემორიალთან (MHRC). ერთობლივი პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში სტრასბურგში გაგზავნილი განაცხადებიდან თერთმეტივე საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხვნა. ამ საქმეთაგან ექვსი მათგანი ჩეჩნეთის კონფლიქტს შეეხებოდა.
გარდა ევროპულ სასამართლოში სასამართალწარმოებისა, EHRAC-ი მემორიალთან ერთად რუსეთში ატარებს ტრეინინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და ახორციელებს ყოველწლიურ იურიდიულ უნარჩვევათა განვითარების პროგრამას ლონდონსა და სტრასბუგში.
ორ წელიწადში ერთხელ EHRAC აქვეყნებს საქმეთა ბიულეტინს, და ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა პოპულარიზაციის მიზნით ინგლისურ და რუსულ ენაზე აქვს პროექტის ვებ-გვერდი (www.londonmet.ac.uk/ehrac; http://ehracrom.memo.ru). ეს ვებ-გვერდი პროექტის პროგრესისა და საქმეების გარდა წარმოადგენს ტრენინგის ერთგვარ წყაროს, რომელიც მოიცავს სტატიებს ევროპული სასამართლოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
გარდა ამისა, EHRAC –მა ახლახანს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადთა წარგზავნის თაობაზე. რუსეთში ეს გამოცემა უკვე გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციათა, ადამიანის უფლეაბათა დამცველთა, უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს შორის. EHRAC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტერნეტითwww.londonmet.ac.uk/ehrac
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge