თამარ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული, შსს მთავარ სამმართველოსთან 15 ივნისს მომხდარი მოვლენების დროს დაკავებული დაჩი ცაგურიას, მიხეილ მესხის, გიორგი საბანაძის, გიორგი ჩითარიშვილისა და მერაბ ჭიქაშვილის ინტერესებს.

მათი განცხადებით, ისინი იზოლატორში სასტიკად სცემეს.

გარდა ამისა, ორ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა დაკავებამდე ჰქონდა და იზოლატორში ყოფნით მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.

საიას თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს წერილობით მიმართავს და დაკავებულთა კომლექსურ სამედიცინო შემოწმებას თხოვს.

წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge