„სტუდია მონიტორის“ საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს

2012 წლის 22 ივლისს  ააიპ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „სტუდია მონიტორის“ ოფისიდან  ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი  სამონტაჟო,  ორი კამერა, ერთი შტატივი და ერთი  ფლიპ კამერაა წაღებული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები.

„სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომელიც  მნიშვნელოვან  საქმიანობას ახორციელებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე.  „სტუდია მონიტორი“  2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა და ამ პერიოდიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სარგებლობს საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით.

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ „სტუდია მონიტორის“ საქმეზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა, სწრაფად აღადგინონ მუშაობის ჩვეული  რეჟიმი.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge