სსო მეტრი - საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიში

 

24 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის – სსო მეტრის პრეზენტაცია გამართა.

სსო მეტრი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ფასდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემო – კანონმდებლობა და პრაქტიკა.  ანგარიში 11 უფლებრივი სტანდარტით და 7 ქულიანი სისტემით ფასდება (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).

2021 წლის სსო მეტრის თანახმად, საქართველო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტებისთვის გარემო მაქსიმალური 7 ქულიდან 4. 7 ქულით შეფასდა(კანონმდებლობა: 5.2 ქულა, პრაქტიკა 4.3 ქულა). 

სსო მეტრის შედეგების მიხედვით: საქართველო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს.

ანგარიშის თანახმად, 11 უფლებრივი სტანდარტიდან საქართველოში ყველაზე მძიმე გამოწვევად რჩება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. „საქართველოს კანონმდებლობა მოი-ცავს ძირითად გარანტიებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა ... თუმცა, ეს გარანტიები ჯერ კიდევ მყიფეა და კონფიდენციალურობის უფლების პატივისცემის სახელმწიფო მოვალეობის პრაქტიკული განხორციელება კიდევ უფრო შემზარავი ჩანს, გაჟონილი დოკუმენტებით, რომლებიც ასახავს სსო-ების და მასთან დაკავშირებული პირების უკანონო თვალთვალს“, აღნიშნულია ანგარიშში.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მაქსიმალური 7 ქულიდან 3.9 ქულით შეფასდა(კანონმდებლობა: 4.6 ქულა, პრაქტიკა 3.1 ქულა).

საქართველოში ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსა და სსო-ებს შორის თანამშრომლობა, რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ურთიერთანამშრომლობა ასევე გაარ-თულა კოვიდ პანდემიამ. შედეგად, ამ სფეროში საქართველომ 4.0 ქულა მიიღო 7 ქულიდან. 

ყველაზე მაღალი ქულა 5.8 ქულა საქართველომ გაერთიანების თავისუფლების მიმართუ-ლებით დაიმსახურა, რაც ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფუძნებისა და ოპერირების სიმარტივით არის განპირობებული. 

სსო-მეტრი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად და განგრძობითად  აფასებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების  შესრულების პროცესს. 

 

იხილეთ სრული ანგარიში

 

 

 

 

 

ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელმძღვანელობით პარტნიორი ორგანიზაციებთან ერთად:  საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი; შპს MG ქონსალთინგი აზერბაიჯანი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი -საქართველო; პრომო-ლექს ასოციაცია - მოლდოვა, უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი. 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge