საია-ს გორის ოფისი იცავდა სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში წარჩინებით დაასრულა სწავლების საბაზისო საფეხური. მიღებული ნიშნების შესაბამისად, მას პროგრამის - ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში უნდა გადასცემოდა კომპიუტერი. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი კომპიუტერის გადაცემაზე. მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში და დავა საბოლოოს მოსწავლის სასარგებლოდ გადაწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაავალა მოსწავლისათვის პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპის გადაცემა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge