შსს-ს მომსახურების სააგენტო პირს ზიანს აუნაზღაურებს

საია-ს თბილისის ოფისი სამართლებრივ დახმარებას უწევდა პირს, რომელმაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა ავტომანქანა, თუმცა, მისი რეგისტრაცია ვერ შეძლო. კერძოდ, აუქციონზე ავტომანქანის შეძენის შემდგომ გაირკვა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. შედეგად, შსს-ს მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა პირს აუქციონზე შეძენილი ნივთის რეგისტრაციაზე.

სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ აუქციონზე ავტომანქანის რეალიზაციამდე სააგენტოს მიერ აღმასრულებელს არ მიეწოდა ინფორმაცია სარეალიზაციო სატრანსპორტო საშუალების უფლებრივი ნაკლის არსებობისა და მასზე სხვა პირის უფლებების არსებობის შესახებ, რამაც ავტომანქანის შემძენს ზიანი მიაყენა. სასამართლო გადაწყვეტილებით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს საია-ს ბენეფიციარის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურება დაეკისრა. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge