სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განხორციელებულ ძალადობაზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

საია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახის წევრის (ძმის) მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.  

ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახში ძალადობა). სასამართლომ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი და სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge