საზოგადოებრივი ფორუმი-სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით საჯარო ფორუმი გაიმართა, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და რეფორმებს ეხებოდა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს რეფორმების ანალიზს, მომოიხილავს საქართველოს სასამართლო სისტემაში უკანასკნელ ტენდენციებს და ასევე განიხილავს არსებულ ინსტიტუციურ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნას, გამოსაცდელ ვადასა და უვადოდ დანიშვნას, მოსამართლეთა რაოდენობასა და დატვირთულობას, მოსამართლეთა სპეციალიზაციას, შეფასება-დაწინაურებას, სასამართლოს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს და მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემას. კვლევა კოალიციის წევრი ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის -  ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთეს გააზრებას დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დისკუსიის გზით, მათ შორის, ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების, ჟურნალისტების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული მე-15 ფორუმია. კოალიცია აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების 37 ორგანიზაციას და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით აკვირდება შესაბამის სასამართლო პრაქტიკას და ეწევა რეფორმების ადვოკატირებას.

იხილეთ კვლევის სრული ვერსია

 

ფორუმს მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს (EWMI).

USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს: http://georgia.usaid.gov


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge