საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულმა პირმა საიას დახმარებით დავა მოიგო

საია იცავდა 1990 წლის იანვარში საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირს, რომელიც სამუშაო ადგილას მიღებული დაზიანების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახდა. 1990 წლიდან მას ყოველთვიურად სარჩოს სახით ერიცხებოდა 44 ლარი და 88 თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში, სადაც იგი დაზიანდა, წლების განმავლობაში ხდებოდა ხელფასის მატება, მისი სარჩოს ოდენობა არ იზრდებოდა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩოს ოდენობის გაზრდა. ასევე, სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს მოპასუხისათვის დაკისრება.

საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაზარალებული პირის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 16387 ლარის გადახდა. ასევე, სარჩოს სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.

ფოტო: primetime.ge 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge