საია-ს ქუთაისის ფილიალი იცავდა ელექტრომონტიორს, რომელმაც 1989 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და დაენიშნა შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურება. წლების განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების გადაანგარიშება არ ხდებოდა ელექტრომონტიორის პოზიციაზე ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად და ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს შეადგენდა.
საია-ს დახმარებით, მან სასამართლოს მიმართა და მოითხოვა როგორც მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, ასევე, ყოველთვიური სარჩოს შესაბამისი გადაანგარიშება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაზარალებულის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს - 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მისთვის ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით სარჩოს - 550 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge