საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს
სასწავლო კურსზე
“კიბერუსაფრთხოება, კიბერდანაშაული, გამოძიება და პრაქტიკული უნარ ჩვევები”
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევასთან- კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული - დაკავშირებულ სასწავლო კურსზე.
ტრეინინგს ორგანიზებას უწევს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელეწყობის ფონდი.
სასწავლო კურსი შედგება 24 სამუშაო საათისაგან, დღეში 2 საათიანი დატვირთვით.
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი მზადაა კურსით დაინტერებულ პირებს შესთავაზოს სასწავლო კურსის მოქნილი გრაფიკი.
კურსი დაიწყება დეკემბრის თვეში.
სასწავლო კურსზე განიხილულ იქნება შემდეგი თემატიკა:
თემა 1. კიბერდანაულის და კიბერუსაფრთხოების შესავალი
კიბერდანაშაულის არსი, კიბერდანაშაულის წარმოშობა - განვითარება, გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები; კიბერდაზარალებულის ცნება; კიბერ ვიქტიმიზაციის პროცესი; კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფებები.
თემა 2. შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში
კომპიუტერული სისტემა, მონაცემთა შესანახი საშუალებები და მათი აგებულება; კომპიუტერული მონაცემები; კომპიუტერული პროგრამები და მათი აგებულება; პროგრამირების ენები და მათი დანიშნულება; ინტერნეტისა და ქსელის საფუძვლები; კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.
თემა 3. სსკ-ით გათვალისწინებული კიბერდანაშაულები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)
კომპიუტერთან დაკავშირებული კიბერდანაშაულები:
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება; კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.
შინაარსიდან გამომდინარე კიბერდანაშაულები;
ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კიბერდანაშაულები;
პრობლემური საკითხების კიბერსივრცის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
თემა 4. კიბერსივრცის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო სამართალი
კიბერდანაშაულის შესახებ ევროპული კონვენცია; კონვენციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; კონვენციით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და საერთაშორისო თანამშრომლობა; კიბერსივრცის მარეგულირებელი შიდა ნორმატიული აქტები.
თემა 5. კიბერდანაშაულის მომავალი პრობლემური საკითხები
ვირტუალური სამყარო და ვირტუალური ქონება; კრიფტოგრაფია, კრიპტოვალუტა, დაშიფვრა, ბითკოინი და ელექტრონული ფული, მათი გამომუშავება და სამართლებრივი კონტროლის პრობლემური საკითხები; ანონიმურობა, TOR-ის სისტემა, ანონიმური ელ. ფოსტა; ბნელი და დაფარული WEB; Ransonwares – Cryptolocker და სხვა მავნე კოდები; ონლაინ იდენტიფიკაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები; აზარტული თამაშები მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები; CEO, ელექტრონული კომერცია, Google Adsense და ფულის გამომუშავების მეთოდები ინტერნეტში; კიბერდანაშაულის შედეგები.
თემა 6. გავრცელებული კიბერდანაშაულების ჩადენის მეთოდები
ქარდინგი, ფიშინგი, keyloger, Ddos, ბოტნეტი, Deface, 0-Day Attacks და შეტევის მსგავსი სახეები; ელ. ფოსტის ჰაკინგი, სოციალური ქსელების ჰაკინგი; ტროიანები და სხვა მსგავსი კოდები, ვირუსები და ჭიები; სოციალური ინჟინერია; მეტასპლოიტები; Windows ექსპლოიტები; ვირუსული კოდის სხვა ტიპის ფაილებში დამალვა; WEB ჰაკინგი, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული დანაშაულები; კიბერ გადაკიდება.
თემა 7. ციფრული მტკიცებულებები
კიბერდანაშაულის კვალი, ციფრული მტკიცებულების არსი; ციფრული მტკიცებულებების სახეები და მათი მოპოვება; ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული მოწყობილობები; ციფრულ მტკიცებულებებთან მოპყრობა, ანალიზი; კომპიუტერული სისტემების ჩხრეკა-ამოღება; ოპერატიული მეხსიერების კლონირება FTK Imager-ის და სხვა პროგრამების გამოყენებით;
თემა 8. ციფრული მტკიცებულებების მოპოვება და ანალიზი
Hash, ციფრული ხელმოწერა და ავთენტურობის დადასტურება; ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ინტერნეტ გამოძიება და საჯარო მონაცემთა ბაზები (Tracing Geo-IP Location,Domain name); Google-ის საიდუმლოებები; წაშლილი მონაცემების აღდგენა, ანალიზი და გამოძიება; მეხსიერების ანალიზი და მტკიცებულებების მოძიება; ელ. ფოსტის, ჰიდერისა და ინტერნეტის ისტორიის ანალიზი; პაროლის მოპოვების მეთოდები; სტეგანოგრაფია და სტეგანალიზი; ციფრული მტკიცებულებების საპროცესო დამაგრების თავისებურებები;
თემა 9. ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და დოკუმენტები
დათვალიერება; ჩხრეკა-ამოღება; განჩინების მიღების პროცედურები; ჩხრეკა ამოღებისთვის მომზადება; შემთხვევის ადგილის დამუშავება; ფოტოგადაღება, ამოღება, დალუქვა ; ტრანსპორტირება და შენახვა; ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებები და დოკუმენტები; საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.
თემა 10. კიბერუსაფრთხოებასა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა
პრაქტიკული უნარ ჩვევები, გამოძიების დაგეგმვა, საგამოძიებო მოქმედებები, სისხლისსამართლებრივი დევნა და კვალიფიკაცია,
საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა:
სქიმინგის საქმეები; ქარდინგის საქმე; ფიშინგის საქმეები; ონლაინ მარკეტზე მონაცემების უნებართვოდ შეცვლის საქმე; ბავშთა პორნოგრაფიის გავრცელება; სიმ ბოქსის საქმეები; ონლაინ სესხების საქმე; სოც. ქსელებთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმეები; პირად მონაცემებთან დაკავშირებული საქმეები; ინტერნეტ თაღლითობა; აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საქმეები
თემა 11. კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოება
კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოები საქართველოში და საექსპერტო დაწესებულებები; კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, კიბერტერორიზმი, კიბერ ომი; პირადი მონაცემების დაცვა ინტერნეტში; რეკომენდაციები კიბერდანაშაულის პრევენციის და თავდაცვის მიზნით.
სასწავლო კურსს წარუძღვება კიბერდანაშაულთან და ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის დახვეწის სამუშაო ჯგუფის წევრი, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი - გიორგი პირველი.
სასწავლო კურსის ღირებულებაა 200 ლარი.
ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული „პროგრამის მონაწილის ანკეტა“ და გადმოაგზავონ არაუგვიანეს 20 ნოემბრის 18 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: metreveli@gyla.ge
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი:
ნინო ბაღაშვილი- 577 31 43 85
მარიამ აბულაძე - 595 96 19 00
თამარ მეტრეველი - 577 07 05 10
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge