ხვალ, 15 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასარჩელო განცხადებას შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასარჩელო განცხადება ეხება პარტიების (ბლოკების) საარჩევნო სიების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს 14 სექტემბრის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
საია განკარგულების იმ ნაწილს მიიჩნევს არაკანონიერად, რომელიც ეხება პარტიულ სიაში ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად იმ პირის შეყვანას, რომელიც არ არის დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არც ერთ საარჩევნო ოლქში.
ასოციაციის აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საარჩევნო კოდექსის 126(8)-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით. ამ პუნქტის თანახმად: “პარტიულ სიაში შეყვანილ უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილ არიან მაჟორიტარულ არჩევნებში.”
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge