სასამართლომ ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სასამრთლომ ცილისწამებლური ფაქტების უარყოფის საქმეზე   ზვიად ჯანყარაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დავა ეხებოდა ირაკლი კორძაიას მიერ ტელეკომპანია ,,იმედში“ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ კომენტარს. ირაკლი კორძაიას ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა .

ზვიად ჯანყარაშვილი ითხოვდა ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული იმ განცხადების ცილისწამებად მიჩნევას, სადაც  ის აცხადებდა, რომ ზვიად ჯანყარაშვილსა და გია უდესიანს საერთო ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ.  მისვე განცხადებით, ზვიად ჯანყარაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პროცესში აფერხებდა ბესო ხარძიანის საქმის გამოძიებას.

საიას მიაჩნდა, რომ ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა აზრს და არა ფაქტს. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით კი აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

სასამართლომ არ გაზიარა მოსარჩელე ზვიად ჯანყარაშვილის არგუმენტები, მიიჩნია, რომ ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადება იყო შეფასებითი  მსჯელობა. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge