სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მოქალაქე თ.ბ.-მ  სარჩელით მიმართა სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და ქორწინებამდელი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქორწინებამდელი ქონების დაბუნების ნაწილში მოთხოვნილი 51 ნივთიდან სასამართლომ 48 მიაკუთვნა მოსარჩელე თ.ბ.-ს.

ასევე, სასამართლომ 3 ნივთი ცნო თანასაკუთრებად, რომლის ღირებულების ნახევარის _ 1150 ლარის გადახდა ასევე მოპასუხეს დაეკისრა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge