საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას

აჭარის ა/რ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი -განთავსება მხოლოდ #79 ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე არსებულ კენჭისყრის შენობებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” სპეციალური მიმართვა გაუგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რითიც ორგანიზაციები სთხოვენ საარჩევნო კომისიას, შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ვიდეოთვალის განთავსება ბათუმის საარჩევნო ოლქთან ერთად განხორციელდეს, ასევე იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც გასულ საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის საარჩევნო ოლქთან შედარებით გაცილებით მეტი და უხეში სამართალდარღვევათა ფაქტები დაფიქსირდა.


იხ. მიმართვის ტექსტი.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge