საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 30 სექტემბერს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  საია-ს სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში. 35  ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.

რეგიონებია:

1. აჭარა;

2. იმერეთი;

3. გურია;

4. სამეგრელო;

5. შიდა ქართლი;

6. სამცხე-ჯავახეთი;

7. ქვემო ქართლი;

8. კახეთი;

9. მცხეთა-მთიანეთი.

 

ოლქებია:

თბილისის 10 ოლქი;

1. ბათუმი;

2. ქობულეთი;

3. ხელვაჩაური;

4. ხულო;

5. ქუთაისი;

6. წყალტუბო;

7. საჩხერე;

8. ოზურგეთი;

9. ლანჩხუთი;

10. ჩოხატაური;

11. ზუგდიდი;

12. ფოთი;

13. გორი;

14. ქარელი;

15. კასპი;

16. ხაშური;

17. ახალციხე;

18. რუსთავი;

19. მარნეული;

20. ბოლნისი;

21. გარდაბანი;

22. თელავი;

23. საგარეჯო;

24. ლაგოდეხი;

25. დუშეთი.

 

საია ასევე აკვირდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში. გვყავს 7 დამკვირვებელი და დაკვირვებას ვახორციელებთ 5 ქვეყანაში. ესენია:

1. ამერიკის შეერთებული შტატები;

2. საფრანგეთი;

3. დიდი ბრიტანეთი;

4. გერმანია;

5. უნგრეთი.

არჩევნების დღეს იფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).

ბრიფინგები გაიმართება: 10:30 საათზე; 17:00 საათსა და 21:00 საათზე.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge