საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.
 
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის)  ბაკალავრიატის მე-3, მე-4  ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები)
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
1. განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს;
2. ავტობიოგრაფია (cv);
3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი   (კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, თუ  რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება);
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
თანაშემწეთა მოვალეობაში შედის:
1. იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების დაფიქსირება;
2. სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი  დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
3. საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
4. ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება;
 
საბუთების მიღების ვადაა 2012 წლის 20 ნოემბრიდან 07 დეკემბრის ჩათვლით.
 
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა.
(თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა თქვენს მიერ მითითებული სამართლის დარგის შესაბამისად _ სისხლის სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები ამოხსნიან ერთ კაზუსს, რომელიც შედგენილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო, სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები, ამოხსნიან ორ კაზუსს, რომელთაგან ერთი იქნება შედგენილი სამოქალაქო სამართლის კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  შესაბამისად, ხოლო მეორე - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით.  წერითი გამოცდა ჩატარდება 2012  წლის 18 დეკემბერს 12 საათზე, საიას სემინარების დარბაზში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კოდექსები თან იქონიეთ).
2. მეორე  ეტაპი   - გასაუბრება. 
წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით  გასაუბრებაზე, სადაც ასევე, შემოწმდება საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა  ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. (ყოფილი კრილოვის) #15 
ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge