საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს


15 ნოემბერს საიას გამგეობამ თავმჯდომარედ თამარ ხიდაშელი აირჩია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ.

ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ასოციაციას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.

ამასთან, საიას გამგეობის გადაწყვეტილებით გიორგი ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარის მოადგილედ.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge