საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას მედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინა
10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' პრეზენტაცია 2012 წლის 12 დეკემბერს გამართა.
კვლევის მიზანია:
• საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის შესწავლა;
• არსებული პრობლემების გამოვლენა;
• საზოგადოების ინფორმირებულობა;
• გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზების შეთავაზება.
•
სამართლებრივი ანალიზი მომზადებულია საიას მიერ დაფიქსირებული ფაქტებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
განხორციელებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს შემუშავებული აქვთ მედიასთან ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტები, უმეტეს შემთხვევაში მედიასთან ურთიერთობა არ წესრიგდება სპეციალური აქტით, მედიასა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები რამდენადმე უკავშირდება გადაწყვეტილების მიმღები პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მედიისადმი.
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა, რომ ძირითად შემთხვევებში მედიასა და ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ზედაპირული ხასიათისაა და მხოლოდ შენობაში დაშვების წესს არეგულირებს.
პრეზენტაციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა სპეციალური რეკომენდაციები.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კვლევა განხორციელებულია IREX-ის G-Media პროგრამის ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge