21 აპრილს 14:00 საათზე ქალაქ გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსი მოეწყო პროექტის “გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინტეგრაცია და რეაბილიტაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.
მოზარდებს საკუთარ ნახატებსა და პიესებში უნდა ეჩვენებინათ თუ როგორ აისახება ოჯახში ძალადობის შედეგად გამოვლენილი პრობლემები ადამიანების ფსიქიკაზე.
კონკურსში გამარჯვებული ნახატების ავტორები არიან:
1. მედეა ყირიმელი
2. თამთა მერაბიშვილი
3. თეონა რუსიტაშვილი
4. ირაკლი მინაშვილი
ხოლო საუკეთესო პიესის ავტორია მანანა თარაშვილი.
ნახატები და პიესა გამოყენებული იქნება პროექტის “გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინტეგრაცია და რეაბილიტაცია” ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამართული კამპანიის დროს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge