საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურებისა შესაძენად და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

 

მომსახურება უნდა მოიცავდეს: 

 

-ასოციაციის 2016 წლის ორგანიზაციული აუდიტი, წლიური ბრუნვის ოდენობაა 2 997 300 ლარი;

- შვედეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ორი საგრანტო პროექტი, საერთო ბიუჯეტით 42 000 ევრო.

 

 

წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

  1. ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  2. არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება;

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  1. მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
  2. მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ღირებულება აუცილებელია მიეთითოს მომსახურების ჩამონათვალში არსებული ორივე პროექტისათვის ცალ-ცალკე);
  3. ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;
  4. შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;
  5. რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.

 

ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია.

 

 

დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 28 ნოემბრამდე  ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:  gkiphiani@gyla.ge,  გთხოვთ საგანში მიუთითოთ:  ტენდერი 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge