საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თელავის ოფისში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია-საერთო)
ძირითადი მოვალეობებია:
• მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;
• მოქალაქეთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
• კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში;
• საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება
• კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი(საერთო სპეციალიზაცია)
• სასურველია პროფესიით მუშაობის გამოცდილება
• მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი
• გუნდური მუშაობის გამოცდილება
• კომპიუტერთან მუშაობა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის თელავის ოფისში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა(საერთო სპეციალიზაცია);
5. სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 14 მარტის 18.00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მისამართი: ქ.თელავი, ბარნოვის # 10; ტელეფონები: (0350)271371; (0350) 23-07-45
საკონტაქტო პირი: მარეხ მგალობლიშვილი /593997138/
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge