საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• გაუწიოს მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმართებით;
• განახორციელოს საქმეების მოძიება, მომზადება და წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
კვალიფიკაცია:
• სამართალმცოდნეობის ან სხვა თანაბარი ძალის მქონე ხარისხი;
• ქართულისა და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და საუბარი) და სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
• შესაბამისი გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
• კოლეგიალობა, ადამიანებთან ურთიერთობის და წერის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:
1. ავტობიოგრაფია (CV)
2. დიპლომის ასლი;
3. სამოტივაციო წერილი
ანაზღაურება დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 23 ოქტომბერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს.
არასრულად ან ელ.ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები განსახილველად არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
კახიძის ქ. 15. (კრილოვის ქ.#15) ტელ: 93 61 01, 95 23 53
საკონტაქტო პირები: ანა ტაბიძე და თამარ აბაზაძე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge