აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:
o ორგანიზაციული მენეჯმენტი და სტრატეგიული დაგეგმარება;
o ადამიანური რესურსების წახალისება და ახალი კადრების მოზიდვა;
o ორგანიზაციის იმიჯის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
o ინოვაციური მიდგომა დასახული მიზნების მიღწევისა და ორგანიზაციის შედეგების ეფექტიანობის ზრდის მიზნით;
• მიმდინარე პროგრამების მონიტორინგი და ეფექტურობის გაუმჯობესება;
o გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა და შიდა ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
o გამჭვირვალე და სამართლიანი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება და მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა;
o ფინანსური მდგრადობა, მატერიალური რესურსების უსაფრთხოება;
o საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაფართოება, უზრუნველყოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი ფონდების მოძიება, ფინანსური სახსრების დივერსიფიკაცია.
ძირითადიმოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სპეციალობა: სამართალი, სამართალი/ეკონომიკა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ფინანსები და მართვა);
• პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
• მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
• ბიუჯეტების მართვის გამოცდილება;
• გუნდური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თბილისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. სამოტივაციოწერილი
არასრულად ან ელ-ფოსტით მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
დოკუმენტები მიიღება 2014 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქ. #15,
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე, ტელ: 293 61 01; 295 23 53 – 593 91 93 45
თამარ სარაჯიშვილი: 593 16 79 77