საპარლამენტო მდივნის ვაკანსია ქუთაისში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის ფუნქციების შესრულება, რაც გულისხმობს პერმანენტულ კონტაქტს საქართველოს პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და აპარატთან, შესაბამის სამინისტროებთან, მზადების პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივების დროული აღმოჩენის, პროცესის საზოგადოებისთვის გახსნილობის და საია-ს მხრიდან დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად;
- თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს მოპოვებული მასალების მიწოდება საია-ს შესაბამისი თანამშრომლებისთვის/წევრებისთვის რეაგირების მიზნით, ამ რეაგირების დროულობის კონტროლი და ადრესატამდე მიტანა, ასევე განხილვებზე შესაბამისი თანამშრომლების/წევრების დასწრება;
- საჭიროებისამებრ დახმარება გაუწიოს დამქირავებელს ასოციაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ ექსპერტიზისათვის მოწოდებულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებაში თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად;
- საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
- განახორციელოს ყოველთვიური ანგარიშგება გაწეულ საქმიანობაზე და წარმოადგინოს მომავალი თვის გეგმა;
- ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხვა საქმიანობის განხორციელება დამქირავებლის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- შრომის დისციპლინა;
- გუნდური მუშაობის გამოცდილება;
სასურველია უცხო ენის ცოდნა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის ქუთაისის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. სასურველია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) ასლი;
5. სამოტივაციო წერილი
დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 5 ოქტომბრიდან - 18 ოქტომბრის 17.00 საათამდე საია-ს ქუთაისის ფილიალში.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. 11,
(0431) 24 65 23 / 21 45 85
საკონტაქტო პირები: თამარ ფაჩულია, ხათუნა ტურაბელიძე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge