2011 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე სასტუმრო „ამბასადორში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენისა და ალტერნატიული მექანიზმების შეთავაზების გზით.
მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
1. არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და დაზარალებულთათვის სპეციალური რეჟიმის განსაზღვრა _ მათთვის დამატებითი უფლებების მინიჭება;
2. ექსპერტის/ექიმის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თავისუფლებააღკვეთილი პირისათვის;
3. გამოძიებისას მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
4. სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის დამატებითი უფლებების მინიჭება მტკიცებულებათა დროულად მოპოვების მიზნით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს მომზადებული ცვლილებების წარდგენას არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო საუწყებათაშორისო საბჭოს წინაშე განხილვის მიზნით.ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge