სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო დავა მოიგო

საია იცავდა 2020 წლის 31 იანვარს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის უფლებებს, რომელიც ,,,სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წევრია. 2021 წლის 27 მაისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა - ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაავალა სოციალური მუშაკის სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და მისი გასაჩივრება მოპასუხეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეუძლია. 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ -  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების შესაბამისად,  ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა დაშტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.  საია აგრძელებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სხვა სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვას სასამართლოში. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge