ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს.
კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:
”იმის ჭკუა კი აქვს სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს,უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაშიასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღისოპერაციის” საქმეს, სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცვას რომელი ერთიჩამოვთვალო!”… „დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც–რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმესუფრო აკეთებს.“
” თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით.”
მიგვაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის არმენოფობიული დასიძულვილის ენის შემცველი მასალების ოფიციალური უწყების ვებ-გვერდზე განთავსებით, ხულოს საკრებულო ხელსუწყობს ქსენოფობიის და სიძულვილის გაღვივებას, სადაც კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილია, როგორცსასირცხვილო მოვლენა.
საქართველოს კანონი ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს:
მუხლი 4.
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსადა სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციებისშესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციისშედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
საქართველო ასევე არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლოს ევროპული კომისიის წევრი, რომლის მიერმიღებული არაერთი დოკუმენტი გმობს და არაეთიკურად მიიჩნევს სწორედ ქსენოფობიური ელემენტების გამოყენებასპოლიტიკურ განცხადებებში (იხ. მაგალითად, კომისიის 2005 წლის 17 მარტისდეკლარაცია).
მივმართავთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს:
”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სწრაფი და ეფექტიანირეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და ვებ-გვერიდან მოხსნას ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველიშინაარსი;
საკრებულომ შეიმუშაოს შიდა რეგულაციები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს დაანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მივმართავთ სახალხო დამცველს:
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.
მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“:
შიდაპარტიული მექანიზმების გამოყენებით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ქსენოფობიურ გამოხატვაზე.
—————————————————————————
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
მედიის განვითარების ფონდი, MDF
საფარი
იდენტობა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GღAშშ
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, თDI
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, თI
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge