სამოქალაქო განათლების ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.
სასწავლო კურსი წარიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული 2015 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამის საფუძველზე. გარდა ამისა, დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნება ფონდის მიერ 2014 წლის ნოემბერში გამოცემული პრაქტიკული სამართლის სახელმძღვანელოები, რომლებიც საჩუქრად გადაეცემა ყველა აბიტურიენტს.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.
სწავლა დაიწყება 16 მარტიდან, კვირაში ორჯერ. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ტენერები.
სასწავლო კურსის მთლიანი ღირებულებაა 300 ლარი.
სწავლის მსურველებმა 16 თებერვლიდან 9 მარტამდე უნდა წარმაოდგინონ შემდეგი საბუთები:
** დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან მოსწავლის ბარათი);
** 2 ფოტოსურათი;
** შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
საბუთების მიღება ხორციელდება ფონდის/საიას ოფისში, ან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.baghashvili@gyla.ge | ltic@gyla.ge
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ (სამუშაო საათები 11:00 საათიდან 18:00 საათამდე): ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15.
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე: ltic@gyla.ge | 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი: n.baghashvili@gyla.ge | 2 936101 (შიდა ნომერი 137) ან 577 314385
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 9 მარტის 18:00 სთ.
ვებ-გვერდი: http://www.legaleducation.ge/
Facebook: https://www.facebook.com/pages/Foundation-for-the-Support-of-Legal-Education/151844651506277?ref=hl
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge