“სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის

დღეს, 29 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა (გიორგი) ბოკერიამ გააკეთა საჯარო განცხადება “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის საქმიანობა არის საჯარო, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ფონდის თანხების განკარგვის  შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” საქმიანობისა და ხარჯვის შესახებ, მარგამ უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ ფონდის გამჭვირვალედ საქმიანობის ვალდებულებასთან დაკავშრებულ სასამართლო დავებზე მოპასუხე მხარეები (საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს გენერალური პროკურატურა) ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ ფონდი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად, მისი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული “ქართულის არმიის განვითარების ფონდის” გამჭვირვალობასთან მიმართებით. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიგა (გიორგი) ბოკერიას, გადაამოწმოს ზემოხსენებული ფონდების გამჭვირვალობის საკითხი და თუ ადგილი აქვს მის განცხადებასთან შეუსაბამო რეალობას, მიაწოდოს საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge