საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება ბათუმის, ჩოხატაურის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, ტყიბულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში

პროექტის სახელი: „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება ბათუმის, ჩოხატაურის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, ტყიბულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში“

დონორი: USAID Local Governance Program/ Tetra Tech ARD, Inc

ხანგრძლივობა: 3 ივლისი, 2023 – 3 სექტემბერი, 2024

ბიუჯეტი: 179,695 ლარი

პროქტის მიზანი: პროექტის მიზანია ბათუმის, ჩოხატაურის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, ტყიბულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ორგანოების ზედამხედველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე საზოგადოების ნდობისა და ჩართულობის გაუმჯობესება საკრებულოს მუშაობაში. 

 

პროქტის ამოცანები:

- ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენება და ახლის ინსტიტუციონალიზაცია, როგორიცაა თემატური მომხსენებლის, თემატური მოკვლევისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. 

- საკრებულოს ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გასაძლიერებლად საკრებულოს რეგლამენტების განხილვა და ცვლილებების წარდგენა (საჭიროების შემთხვევაში).

- საკრებულოს კომისიის დებულებების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაუმჯობესება საზედამხედველო ფუნქციების ნაწილში.

- საკრებულოს ზედამხედველობის ფუნქციების/საქმიანობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge