საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

აღნიშნული ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2009 წლის 17 ივლისს ქალაქ თბილისში მიმდინარე ზაფხულის ხანგრძლივი საპროტესტო აქციის საპასუხოდ. საია მიიჩნევდა, რომ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე საპროტესტო აქციაში ჩარევის საფუძველი უნდა ყოფილიყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა, არამედ ტრანსპორტის სავალ ნაწილის ბლოკირება არაგონივრული დროით ან ინტენსივობით. სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ საიას აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და ძალაში დატოვა ,,შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ” კანონის მე-111 მუხლის გასაჩივრებული დებულებები. ამავე დროს, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის  ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითავლისწინებდა (სახალხო დამცველის მოთხოვნა). სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა,  შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში  მოიყვანონ. საია ასევე ითხოვდა კანონის იმ ნორმის გაუქმებას რომელიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებებს, ვინაიდან იგი მკაფიოდ არ ითვალისწინებდა მყისიერის საფრთხის ტესტს, რის გამოც ადგილი ჰქონდა არაკონსტიტუციურ პრაქტიკას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. სასამართლომ მართალია ნორმა არაკონსტიტუციურად არ ცნო, მაგრამ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნეს წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მოწოდება მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ამასთანავე  საფრთხე რეალურია.

საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბერს მიმართა. საიას იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე წარმოადგენდა ორი პიროვნების ჯაბა ჯიშკარიანის და დაჩი ცაგურიას ინტერესებს.

საია მიესალმება სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის გაუქმებას. ასევე კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას იურისტების მოსაზრებები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ შენობის შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში დაწესებული აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. საია ასევე მიესალმება კანონის იმგვარ განმარტებას, რომლის მიხედვითაც მანიფესტაციების უფლების შეზღუდვა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ მისგან მომდინარე საფრთხე რეალურია.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge