საჯარო დისკუსია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე

16 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას იურიდიული განათლების  ხელშეწყობის ფონდი აწყობს საჯარო დისკუსიას თემაზე „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან მოწვეული ექსპერტები.  
„საჯარო დისკუსია“ გახლავთ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თვეში ერთხელ საგანმანათლებლო ხასიათის დისკუსიების გამართვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამართლის სპეციალური კურსების სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით. „საჯარო დისკუსიის“ მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ობიექტური განხილვის ფორუმის ჩამოყალიბებას, მეორეს მხრივ კი, დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge