საიას ზუგდიდის ოფისმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საიას ზუგდიდის ოფისმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგნლებს, 2017 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო. შეხვდრას საერთაშორისო ორგანიზაციიების წარმომადგნლებიც ესწრებოდნენ.

2016-2017 წლების საანგარიშო პერიოდში, საიას ზუგდიდის ოფისმა განახორციელა  გასვლები სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. გასვლითი შეხვედრებზე მოსახლეობის დაინტერესებას იწვევდა ვიზალიბერალიზაციის, არალეგალური მიგრაციის, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების, შრომითი მიგრაციის, სოციალური დანიშვნის წესის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების პირობების, საქართველოში მოქალაქეობის მიღების და სხვა სახის სამართლებრივი საკითხები.

საიას ზუგდიდის ოფისმა საანგარიშო პერიოდში 2 330 ადამიანს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია. საიას ზუგდიდის ოფისის წარმოებაში იყო 34 საქმე, აქედან 17 წარმატებით დასრულდა ხოლო 4 წარუმატებლად. 17 საქმე კი განხილვის ეტაპზეა.

საიას ზუგდიდის ოფისი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისი 2014 წლის 22 სექტემბერს დაფუძნდა.  დაფარვის გეოგრაფიული არეალი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონია. საიას ზუგდიდის ოფისი საქმიანობს ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანების და რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების გათვალისწინებით, მისი საქმიანობა ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას და თავისუფალია დისკრიმინაციისგან.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge