საიას წინადადებები OGP-ს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

2015 წლის დეკემბრში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს  2014-2015 წლების მეორე სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა დასრულდა. სამწუხაროდ საქართველოს მიერ სრულად არ შესრულდა OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ორი ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება და ელექტრონული პეტიციების პორტალი “Ichange.ge”-ს შექმნა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს საქართველოს მთავრობა OGP-ს რიგით მესამე 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ახალ სამოქმედო გეგმაში ის ვალდებულებები აისახოს, რომელიც OGP-ს უმთავრეს პრინციპებს - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა და ტექნოლოგია და ინოვაციები უპასუხებს.

2016 წლის 14 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა საიას მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახვაც მნიშვნელოვანი იქნება.

თანდართულ ფაილში წარმოდგენილია საიას წინადადებები OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი შესაძლო  ახალი ვალდებულებების შესახებ.         

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge