დუშეთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც მდებარეობს ადმინისტრაციული შენობები, არ იყო გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ავტომანქანებისთვის შესაბამისი პარკირების ადგილები. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო დღეებსა და საათებში ცენტრალურ მოედანზე არსებული პარკირების სივრცეები საკმაოდ გადატვირთულია, პრაქტიკულად შშმ პირებს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ პარკირების საერთო სივრცით.
საია 2017 წლიდან დღემდე აწარმოებდა საადვოკაციო კამპანიას პრობლემის მოგვარების მიზნით. წლების განმავლობაში საია ამ საკითხზე საუბრობდა სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში საიამ რამდენჯერმე წერილობითაც მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს პრობლემასთან დაკავშირებით.
2023 წელს მუნიციპალიტეტმა დაიწყო შესაბამისი სამუშაოების წარმოება. შედეგად, შშმ პირებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამოიყო პარკირების ადგილები. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ინდივიდუალურად მათთვის გამოყოფილი პარკირების ადგილებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge