2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საიას 350-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. საიას მისია ჯამში უბნების მესამედს დაფარავს. ორგანიზაცია 8 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში დააკვირდება არჩევნებს.
Საიაში არჩევნების დღეს იმუშავებს რუსთავის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის რეგიონული და თბილისის ცენტრალური შტაბი, სადაც ყველა რეგიონის ინფორმაცია მოიყრის თავს.
საიაში იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
საიას ეყოლება როგორც მობილური ჯგუფები ისე უბნის და პერიმეტრის დამკვირვებლები. ორგანიზაციის დამკვირვებლები იქნებიან საოლქო საარჩევნო კომისიებში და ცესკოში. ისინი საღამოს 8 საათიდან დაესწრებიან შემაჯამებელი ოქმებისა და დოკუმენტაციის მიღების პროცესს.
არჩევნების დღეს საია გამართავს სამ პრესკონფერენციას: 11:00, 16:00 და 21:00 საათზე. არჩევნების მიმდინარეობას ორგანიზაცია მედია ცენტრში 3 ოქტომბერს 12:00 საათზე შეაფასებს.
საკონტაქტო პირი: ლევან ქათამაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 577 07 05 00 PR@GYLA.GE
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge