საიას რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალიობა – საქართველოსთან”, კავშირ “21 საუკუნესთან”, “საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვან საქართველოსთან” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლთან” ერთად შეიმუშავა ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი  საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ძირითადად მიმართულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სხვა ფორმების აკრძალვისკენ.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი იქნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის სიახლეებს:

1.    ფართოვდება პოლიტიკური რეკლამის განმარტება და კანონმდებლობით დგინდება  “ფარული პოლიტიკური რეკლამის” აკრძალვა;
2.    პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (გარდა პარლამენტისა და საკრებულოების წევრებისა) ეზღუდებათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების ფარგლები;
3.    საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასაარჩენო კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო საათებში, და ასევე, არასამუშაო საათებში, თუკი ისინი ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს;
4.    საარჩევნო სუბიექტებსა და სუბიექტობის კანდიდატებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქეებისათვის ნებისმიერი ღირებულების საჩუქრების გადაცემა, მომსახურების გაწევა, ან დაპირება;
5.    საარჩევნო სუბიექტებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის;
6.    იკრძალება საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევა  სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებული ღონისძიებების დროს ;
7.    არჩევნების გამოცხადების დღიდან, არჩევნების შედეგების შეჯამებამდე იზღუდება:
ა.    ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტით;
ბ.    იმ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტის ზრდა, რომელიც არჩევნების დანიშვნამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში;
გ.    არაგეგმიური ტრანსფერების ინიცირება, ან გეგმიური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.
8.    იკრძალება სახელმწიფო სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის, ან რეკლამის მომზადება/გავრცელება, რაც ემსახურება საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერას;
9.    კენჭისყრის დღეს იკრძალება კენჭისყრის შენობასა და მისგან 50 მეტრის რადიუსში წინასაარჩევნო აგიტაცია;
10.    სპეციალური საარჩევნო უბნების მეშვეობით საპარლამენტო მაჟორიტარულ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე საქმიანობენ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მაინც;
11.    საარჩევნო კომისიები საარჩევნო დავებს და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ  დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით;

გარდა ზემოაღნიშნული კანონპროექტისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს უკვე წარუდგინა:


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge