საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.

28 სექტემბერს საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.

შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი სახალხო დამცველი - სოზარ სუბარი, რომელამც შეაფასა მისი ხუთწლიანი მოღვაწეობა და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში ადამიანის ცოდნის უფლება.

ამას გარდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საიას წევრები და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსდამთავრებულები. გაიმართა საკმაოდ საინტერესო დისკუსია ზამოაღნიშნულ საკითხებზე.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნეს.

იხილეთ ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღის ღონისძიებების რუკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge