საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: "მედია და არჩევნები".

ტრენინგს ორგანიზებას უწევს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ეგიდით, პროექტის - ძლიერი მედია სამართლიანი არჩევნებისათვის ფარგლებში. 

პროექტის ფარგლებში ბოლო ტრენინგი ჩატარდება  19-21 სექტემბერს, ლოპოტას ტბაზე. თითოეულ ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება 22-24 ჟურნალისტით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორდღიანია.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

- არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და მედიის როლი
-  არჩევნების სამართლებრივი საკითხები
- წინასაარჩევნო კამპანია და პროცედურები
- არჩევნების დღის პროცედურები და წესები
-  საარჩევნო დავების განხილვა
-  მედია ორგანიზაციების მოვალეობები პოლიტიკური რეკლამების გაშუქებისას

ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საარჩევნო საკითხებში. 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული "პროგრამის მონაწილის ანკეტა" და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს15 სექტემბრის 12 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:metreveli@gyla.ge

პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის განხილვის შედეგად. 

ტრენინგთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სასტუმროში ცხოვრება, კვება, მგზავრობა) უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის ორგანიზატორის - იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირი: 

ნინო ბაღაშვილი - 577 31 43 85
თამარ მეტრეველი - 599 51 00 63


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge