საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:
“მედია და არჩვნები”
ტრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ვარძიაში, სასტუმრო ვარძია რეზორტში, www.vardziaresort.com 2016 წლის 29-30 ივლისს. (გამგაზვრება და სასტუმროში განთავსება 28 ივლისს) მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტრენინგს ორგანიზებას უწევს საიას მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი.
ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეეთებული შტატების საელჩო საქართველოში, დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ეგიდით, პროექტის – ძლიერი მედია სამართლიანი არჩევნებისათვის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 3 იდენტური ტრენინგის ჩატარება. თითოეულ ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება 22-24 ჟურნალისტით. ამ ეტაპისთვის კონკურსი გამოცხადებულია მხოლოდ პირველი ტრენინგის მონაწილეთა შესარჩეევად. დანარჩენი 2 ტრენინგი ჩატარდება სექტემბრის პირველ ნახევარში , რომელთა ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებლია და ცნობილი გახდება კონკურსის გამოცხადების დროს.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
1. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და მედიის როლი
2. არჩევნების სამართლებრივი საკითხები
3. წინასაარჩევნო კამპანია და პროცედურები
4. არჩევნების დღის პროცედურები და წესები
5. საარჩევნო დავების განხილვა
6. მედია ორგანიზაციების მოვალეობები პოლიტიკური რეკლამების გაშუქებისას
ტრენინგს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები საარჩევნო საკითხებში.
პირველ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 22 ივლისის 18 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: მეტრეველი@გყლა.გე
პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის განხილვის შედეგად.
ტრენინგთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სასტუმროში ცხოვრება, კვება, მგზავრობა) უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის ორგანიზატორის – იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი:
ნინო ბაღაშვილი – 577 31 43 85
თამარ მეტრეველი - 599 51 00 63
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge