საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა

30 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია.
 
წიგნის ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი პაატა ტურავა გახლავთ.

სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი ინსტიტუტები. თეორიული საკითხების გააზრების გაადვილების მიზნით, წიგნში მოყვანილია საკონტროლო კითხვები და სავარჯიშოები. სახელმძღვანელოში  ასევე მრავლადაა კაზუსები საქართველოს სასამართლოს პრაქტიკიდან. 

სახელმძღვანელოს მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს მისცეს თეორიული ცოდნა, დაეხმაროს  სამართლის ნორმების სწორ გამოყენებასა და განმარტების უნარის გამომუშავებაში, ჩამოუყალიბოს შემოქმდებითი მიდგომა და განუვითაროს  კრიტიკული აზროვნება. თეორიული ცოდნა უნდა დაემყაროს როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე სამართალწარმოებაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რათა მიღებული ცოდნა არსებულ პრაქტიკის ადეკვატური იყოს. ამასთანავე, მან უნდა შესძლოს  წინმხვედრი პრობლემებისა და ხარვეზების გაანალიზება და რაც მთავარია, ჩამოუყალიბოს სწორი ხედვა.

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო პირველი წიგნია, რომელიც ფონდმა გამოსცა და რომლის უპირველესი მიზანი კვალიფიციური კადრის აღზრდაა, რომელსაც მიღებული ცოდნა წაადგება პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორც მომავალ საჯარო მეხელეს, მოსამართლესა თუ ადვოკატს.

წიგნის ექსკუზიურად გაიყიდება მხოლოდ მაღაზია “ბიბლიუსის” ქსელში შემდეგ მისამართებზე:
თბილისი:
აღმაშენებლის #121
იოსებიძის # 49
რუსთაველის #40/1
რუსთავი: მეგობრობის #12
ბათუმი:
მემედ აბაშიძის #62
ფარნავაზ მეფის #18
ზუგდიდი: რესთაველის # 92
სენაკი:  რუსთაველს #241
ფოთი: ფარნავაზ მეფის # 12
სამტრედია: სააკაძის #6
ხაშური: რუსთაველის # 69
დუშეთი: რუსთაველის #11
ქუთაისი: ლ. ნუცუბიძის #1
ოზურგეთი: 9 აპრიილს პარკი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge