ყველას ვისაც უყვარს და აინტერესებს ბრიტანული ტიპის დებატები, ვეპატიჟებით საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დებატ-კლუბში.
დაგხვდებათ კომფორტული და წყნარი გარემო, გემოვნებიანი მუსიკა, ჩაი/ყავა (მინიმალური კლუბური საწევროს ფასად).
დებატ კლუბში ველოდებით ყოფილ მოდებატეებს, ფონდის ყოფილ და ახლანდელ სტუდენტებს და ყველას , ვისაც ოდესმე რაიმე ფორმატის დებატში მიუღია მონაწილეობა.
კლუბის მიზანი: დებატ-კლუბში შეიკრიბებიან დებატებით დაინტერესებული და დებატების მოყვარული ადამიანები, იდებატებენ, როგორც ყველაზე აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე ასევე გლობალურ თემებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და დასახავენ სამომავლო გეგმებს.
აპლიკაციების მიღება იწარმოებს 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
კლუბის მუშაობის პერიოდი : ნოემბერი-მაისი 2016-2017 წწ.
შეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
და გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ltic@gyla.ge
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.
ქ.თბილისი, ჯ.კახიძის ქ.#15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე – ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი – ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი -ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge