საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს ადვოკატებს სემინარზე

სემინარის თემატიკა:

1) Aარაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება

გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება

გამოძიების ჩატარების მიზანი

გამოძიების დაწყების საფუძველი

არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები

2) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ .მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას

დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

დამცველის ყოლის უფლება

სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება

დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა

3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას

თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები

ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი

თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები

4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ

სრულყოფილი გამოძიება

დროული გამოძიება

დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი

იმისათვის, რომ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს  მაქიმალურად მეტ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატს, ჩატარდება 2 იდენტური სემინარი:

23-24 ივლისი, 2012 წელი

25-26 ივლისი, 2012 წელი,

სემინარში მონაწილეობა უფასოა. Mმონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. თითოეული სემინარისათვის შეირჩევა 30 მონაწილე. (სულ ორივე სემინარზე 60). რეგიონებიდან თითოეულ სემინარზე შეირჩევა 4 მონაწილე (სულ 8). მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება 3 ღამით.

თითოეული სემინარი 2 დღიანი და ჩატარდება თბილისში, შერატონი მეტეხი პალასში, დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18.00 სთ-მდე.

Gგანცხადებების მიღების ბოლო ვადაა:

23-24 ივლისის ტრენინგისათვის  - 18 ივლისი

25-26 ივლისის ტრენინგისათვის -  20 ივლისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და ზემოთმითითებული თარიღებიდან თქვენთვის სასურველი  ერთი თარიღი, (თარიღის მითითება აუცილებელია)  შემდეგ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: metreveli@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 93 61 01 (125); 599 51 00 63

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge